"ვკარგავთ თავისუფლებას" - რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს ადამიანები ქუჩაში ისევ გამოვიდნენ

06.03.23 20:12
"ვკარგავთ თავისუფლებას" - რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს ადამიანები ქუჩაში ისევ გამოვიდნენ

"რევოლუცია" -  სწორედ ეს სიტყვა დაწერეს დღეს სტუდენტებმა პარლამენტის შენობასთან ახლოს  მდებარე კედელზე. ახალგაზრდებმა  სხვადასხვა  სასწავლებლიდან  დღეს აუდიტორიებზე უარი თქვეს და  ქუჩაში რუსული კანონის გასაპორტესტბელად გამოვიდნენ.

"თავისუფლებას ვკარგავთ და ჩვენ ამას არ დავუშვებთ" - ამბობდნენ  დღეს საპროტესტო აქციაზე მისული სტუდენტები.

სტუდენტებს  უერთდებიან პროფესორ-მასწავლებლებიც.  26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი მეცნიერ-თანამშრომელი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა. დპარლამენტთან აქციაზე  დღეს ყველა თაობის და ყველა პროფესიის მოქალაქე იყო შეკრებილი.  

კიდევ რა ხდებოდა დღევანდელ აქციაზე ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები