ოპერაცია ოპოზიციის წინააღმდეგ - იურიდიული კომიტეტის სხდომიდან "ოცნება" ოპონენტებს ერთი-მეორეს მიყოლებით აძევებდა

06.03.23 20:25
ოპერაცია ოპოზიციის წინააღმდეგ - იურიდიული კომიტეტის სხდომიდან "ოცნება" ოპონენტებს ერთი-მეორეს მიყოლებით აძევებდა

სპეცოპერაცია ოპოზიციის წინააღმდეგ -  იურიდიული კომოტეტის სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სპეცსამსახურებმა კომიტეტის დარბაზის გაწმენდა დაიწყეს. პირველი ფიზიკური  დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის მოხდა. შემდეგ ძალის გამოყენებით დარბაზიდან გიორგი ვაშაძე გაათრიეს. ძალით გაიყვანეს სალომე სამადაშვილიც. კომიტეტის სხდომა "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ მას შემდეგ  დაიწყო, რაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დარბაზში აღარ იყო. 

რესპუბლიკის დარბაზიდან გამოძევებულმა დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გადაინაცვლეს და კომიტეტის თავმჯდომარე იძულებული გახდა სხდომა შეეწყვიტა. მიხელ სარჯველაძემ გაურკვეველი დროით  ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში  "ოცნება" სხვადასხვა დარბაზებში ცდილობდა ოპოზიციის შტურმის მოგერიებას.  საბოლოოდ, მმართველმა გუნდმა გეგმა ბოლომდე ვერ მიიყვანა. ბიუროს სხდომა ვერ ჩაატარეს და ხვალისთვის გადადეს.

უფრო ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები