"უწიგნურები და მოღალატეები" - რუსული კანონის წინააღმდეგ ოპოზიცია დღეს სიტყვიერად ფიზიკურად იბრძოდა
6 საათიანი ომი პირველი რესპუბლიკის დარბაზში - რუსული კანონი "ქართული ოცნებისთვის" განაჩენი აღმოჩნდა. მმართველი გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევას დღეს ოპოზიცია სიტყვიერად და ფიზიკურად ცდილობდა. დეპუტატების ის ნაწილი, ვინც გაძევებას გადაურჩა, ბოლომდე იბრძოდა.
"უწიგნურები და გაუნათელებლები", "საქართველოს ევროპული მომავლის მკვლელები", "მოღალატეები" - სიტყვიერ დაპირისპირებასთან ერთად ოპოზიციამ დარბაზში ბანერიც გაშალა წარწერით, რომლითაც "ქართული ოცნება" რუსული ხომალდის მიმართულებით გაუშვეს.
"ოცნების" ინტერესებს კი ხელისუფლების სატელიტი დესანტი იცავდა. ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარაშვილი და ჯონდი ბაღათურია დილიდანვე გაამაგრეს დარბაზში. მხოლოდ რუსული კანონის მადიდებლებს აძლევდა საშუალებას ოხანაშვილი ბოლომდე ეთქვათ სათქმელი.
ოპოზიციისთვის მიკროფონი შეზღუდული იყო, ამიტომ დეპუტატებს ხშირ შემთხვევაში, გამორთული მიკროფონის ფონზე უწევდათ "ქართულ ოცნებასთან" გამკლავება.
დიდი ბრძოლის მიუხედავად, კომიტეტმა კანონს მხარი დაუჭირა. იურიდიულმა კომიტეტმაც ვალი რუსული კანონის წინაშე პირნათლად მოიხადა.
კიდევ რა მოხდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.