"არასდროს რუსულ ბანაკში!" - ვინ იდგა დღეს საპროტესტო აქციაზე

06.03.23 20:53
"არასდროს რუსულ ბანაკში!" - ვინ იდგა დღეს საპროტესტო აქციაზე

1989 წლის  9 აპრილის  შემდეგ პირველად საპროტესტო აქციაზე -  პარლამენტთან დღეს პროტესტს ის ადამიანი შეუერთდა, რომელმაც რუსული სისასტიკის შესახებ ყველაზე კარგად იცის . 34 წლის შემდეგ კი ოცნების  ქმედებებმა იძულებული გახადა,  სოციალური საცხოვრისი დაეტოვებინა და ისევ ქუჩაში  გამოსულიყო.

ვერ გავჩერდი სახლში, რადგან ეს კანონი ქართველი ხალხის განადგურებისთვის მომზადდა - ამბობდა ქალბატონი, რომელიც დღეს პარლამენტის შენობას ქაჯეთის ციხეს ადარებდა. 

დღეს ხელისუფლებას   ქუჩიდან იმ  ხალხის ხმა ესმოდა, ვინც  ხვდება , რომ  რუსული კანონი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასასრულის დასაწყისია. დღეს ყველა პარლამენტთან  იმისთვის  მივიდა, რომ ხელისფლებისთვის ეთქვათ "არ გვინდა რუსეთში ცხოვრება, ჩვენ ვირჩევთ ევროპას!".

უფრო ვრცლად ვინ იდგა აქციაზენახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები