სპეცსამსახურებით გადავსებული პარლამენტი - "ოცნებას" დღეს გაძლიერებულად იცავდნენ

06.03.23 20:48
სპეცსამსახურებით გადავსებული პარლამენტი - "ოცნებას" დღეს გაძლიერებულად იცავდნენ

სპეცსამსახურებით გადავსებული პარლამენტის შენობა - დღეს "ოცნების" უსაფრთხოებას სუსი, სახელმწიფო დაცვისა და ანტიტერორისტული სამსახურების თანამშრომლები იცავდნენ.  იდგნენ ყველგან, ყველა სართულზე, ყველა კაბინეტთან, ყველა კიბესთან.   განსაკუთრებული მობილიზება იყო საკომიტეტო ოთახებთან ,სადაც რუსულ კანონს განიხილავდნენ.

არსებული ინფორმაციით ჯერ კიდევ გუშინ ღამით,  პარლამენტის მიწისქვეშა სართულზე, იქ სადაც ავტომობილების სადგომია, სპეცრაზმი შეიყვანეს. 

გათიშეს ლიფტები და  გაამაგრეს შესასვლელები. სპეცსამსახურების თანამშრომელთა ნაწილი ადასტურებდა, რომ  საგანგებო მისიით მიავლინეს პარლამენტში. მთავარი მიზანი კი "ოცნების"  ლიდერების უსაფრთხოების დაცვა იყო. იცავდნენ ყველასგან, მათ შორის ჟურნალისტებისგანაც. 

"პირველების" კითხვების შემდეგ  ჩნდებოდა განცდა, რომ  ამ ადამიანებს იქ ყოფნა  და რუსული დავალების შესრულება  უხერხულობას უქმნიდათ.

უფრო ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები