ოპოზიციის შეკრების პარალელურად, "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო თათბირი ჩანიშნა

06.03.23 20:07
ოპოზიციის შეკრების პარალელურად, "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო თათბირი ჩანიშნა

ერთი ქვეყნის ორი  რეალობა - ოპოზიციის გაფართოვებული შეკრების პარალელურად, "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო თათბირი ჩანიშნა. 

ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა როსტომ მეფის სასახლეში შეკრება მოულოდნელად ჩანიშნა.  რაზე მსჯელობს მმართელი გუნდი, უცნობია. გამორიცხული, არ არის საკითხი რუსულ კანონს და იმ პროტესტს ეხებოდეს, რომელიც ამ კანონის მიღებას მოჰყვა. 

 ცენტრალურ ოფისში მივლენ ის ლიდერებიც, რომლებიც დაძაბული მოვლენების ფონზე,  ბოლო რამდენიმე დღეა პარლამენტში არ გამოჩენილან.  ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე საკნონამდებლო ორგანოში  მას შემდეგ არავის უნახავთ,რაც რუსული კანონის განხილვა კომიტეტებმა დაიწყეს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები