ბოლშევიკური კანონის წინააღმდეგ მნიშნელოვანია კონსოლიდაცია - ნიკა მელია
მნიშვნელოვანია, რომ "ოცნებამ" კონსოლიდირებული ოპოზიცია და აქტიური მოქალაქეები იხილოს, - ამის შესახებ ოპოზიციის გაფართოვებული შეხვედრის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა.
ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსული კანონის მიღებული არ უნდა იქნეს და ამისთვის ყველამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს.
ძალიან მნიშვნელლოვანია საზოგადოებისთვის, რომ მათ იხილონ კონსოლიდირებული ოპოაზიციური ჯგუფები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროსა და დარგის საქართველოს წარმატებული მოქალაქეები, ერთი სიტყვით, ყველა, ყველა, ყველა! ვისაც მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმწიფოსთვის ისტორიული არჩევანის შენარჩუნება. დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იქნება ამ ეროვნული და ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებული და ეს ბოლშევიკური კანონპროექტი კანონად არ უნდა იქცეს, იმ კანონად, რმელიც გააკონტროლებს ყველას ყველაფერს, - თქვა მელიამ.