ე.წ. აგენტების შესახებ კანონპრეოქტებს 9 მარტს განიხილავთ - მამუკა მდინარაძე

06.03.23 23:01
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპრეოქტებს 9 მარტს განიხილავთ - მამუკა მდინარაძე

პლენარულ სხდომაზე, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი 9 მარტს განიხილება - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მდინარაძის შეფასებით, მიმდინარე დღეები „ცხელი“ იყო.

„ცხელი დღეები გვქონდა ამ დღეებში და როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტების მოქმედებებიდან გამომდინარე, ასეთივე კვირა გვექნება.

რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონს, ორივე კანონს ვგულისხმობ, ალბათ, ამისათვის ჩვენ მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათი გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ხვალინდელ დღის წესრიგს, მდინარაძე ამბობს, რომ ხვალინდელი დღე პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონს და სხვა მიმდინარე კანონპროექტებს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები