ამ ტიპის კანონს ჩრდილოელი მტრის წინააღმდეგ რომ ვიღებდეთ, გასაგები იქნებოდა - თსუ-ის რექტორის მოადგილე
თსუ-ის რექტორის მოადგილე რუსულ კანონპროექტს ეხმაურება. ნინო ოკრიბელაშვილი წერს, რომ მისთვის გასაგები იქნებოდა, თუ კანონს რუსეთის წინააღმდეგ იღებდნენ:
დიახ, ამერიკას აქვს იმგვარი კანონი, რომელიც ქვეყანას მტრისგან, კერძოდ, ნაცისტური (რაც აქტუალური აღარაა) და კომუნისტური იდეოლოგიების („სამართალმემკვიდრე“: რუსეთი და ჩინეთი) გავლენებისგან იცავს.
დიახ, აშშ-ს ასევე აქვს ე.წ. პატრიოტის აქტი, რაც ქვეყანას ტერორიზმის საფრთხისგან იცავს და ამით მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამ ტიპის კანონს რომ ჩრდილოელი მეზობელი მტრის, რომელსაც ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ან მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ვიღებდეთ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა..."- წერს ნინო ოკრიბელაშვილი.