უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისათვის - ზურაბიშვილმა გაეროში რუსული კანონპროექტი გააკრიტიკა

07.03.23 09:45
უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისათვის - ზურაბიშვილმა გაეროში რუსული კანონპროექტი გააკრიტიკა

"ქართული ოცნების " რუსულ კანონი პრეზიდენტმა გაეროში გააკრიტიკა. 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურბიშივლმა პირდაპირ თქვა, რომ  ეს კანონი ანტისახელმწიფოებრივია და ის ქვეყნაში ევროინტერგრაციის შანსს კლავს.

„ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.

ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.

აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები