"დღეს პარლამენტი ეკუთვნის სუსს და არა დეპუტატებს" - ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს არ უშვებენ

07.03.23 10:12
"დღეს პარლამენტი ეკუთვნის სუსს და არა დეპუტატებს" - ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს არ უშვებენ

ამ წუთებში, პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებისთვის და ოპოზიციუონერი დეპუტატებისთვის გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. ადგილზე ყველაფერს ძალოვანები აკონტროლებენ. საკანონმდებლო ორგანოს ყაზარმულ რეჟიმზეა.

ოპოზიციის წევრებს, გიორგი ვაშაძეს და ლევან ბეჟაშვილს სამართალდამცველები ბიუროზე არ უშვებენ.

ისინი ამბობენ, რომ როგორც დეპუტატებს, უფლება აქვთ სხდომას დაესწრონ. სხდომაზე მხოლოდ "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე შევიდნენ.

დღეს პარლამენტი ეკუთვნის, სუს-ის, ანტიტერორისტულის და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ წარმომადგენლებს და არა დეპუტატებს",- ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები