ეს არის შიშის მაჩვენებელი, "ოცნება“ დეპუტატებისგან და პრესისგან თავს იცავს - ხატია დეკანოძე

07.03.23 10:50
ეს არის შიშის მაჩვენებელი, "ოცნება“ დეპუტატებისგან და პრესისგან თავს იცავს - ხატია დეკანოძე

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოცნებას ეშინია და დეპუტატებისგან და პრესისგან თავს იცავს.

დეკანოიძის თქმით, რუსული კანონპროექტის მიღება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის მომავლისთვის და ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება საზოგადოების ძალიან ბევრმა ჯგუფმა დააფიქსირა.

„არ ვიცი, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას, რომ ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი ორგანო ვინც უნდა იყოს, დაიცვას სუს-ის და შსს-ის რაზმებით ჩვენგან და თქვენგან. ეს არის შიშის მაჩვენებელი. ამ კანონპროექტის მიღება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის მომავლისთვის, არ გამოუვათ ის გზავნილი, რომ ყველა თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ქვაბში მოხარშონ, მეცნიერები, საფეხბურთო კლუბები, ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოს მომავლისთვის უშრომია, ვნახეთ ყველას მოსაზრება. ოპოზიცია ვაპირებთ კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოს პარლამენტში, ვაპირებთ გვქონდეს კომუნიკაცია და კოორდინაცია არასამთავრობო სექტორთან. რაც დღეს ხდება და როგორც იცავს სახელმწიფო, ხელისუფლება, უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ დეპუტატებისგან და პრესისგან თავს, არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები