როგორ იქცევა შავლეგ პაპუაშვილი? ჩემს მიმართ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული - ვაშაძე

07.03.23 11:00
როგორ იქცევა შავლეგ პაპუაშვილი? ჩემს მიმართ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სამართალდამცველები და პირადად, დაცვის უფროსი ჯანელიძე სისხლის სამართლის დანაშაულში დაადანაშაულა და ტქვა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დანაშაულს.

ვაშაძე ასევე სვამს კითხვას, სპეცსამსახურების მიერ პარლამენტის შენობაში გადაადგილების შეზღუდვა როდის აქეთ არის ნორმალური?

"ეს არის, როგორ იქცევა შავლეგ პაპუაშვილი. პარლამენტის წევრს აქვს ბიუროზე დასწრების უფლება. პარლამენტის შენობაში გადაადგილების შეზღუდვა სპეცსამსახურების მიერ როდის აქეთ არის ნორმალური? ეს პარლამენტი დაუბრუნდება ხალხს, არ იქნება აქ რუსული ინტერესების დაცვა არასდროს.

სამწუხაროდ, ეს ადამიანები (ვინც გადადგილებას აკონტროლებენ) ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას, დაცვის უფროსი ჯანელიძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, სხვებიც იქ იყვნენ, დააფიქსირეს, რომ მან ფიზიკური მოქმედებიდან გამომდინარე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ვგულისხმობ ჩემს გამოყვანას კომიტეტიდან და არა მარტო, კერძოდ, იმას, რაც შემდეგ მოხდა. ეს იყო ფიზიკური ძალადობა მათი მხრიდან, მიიღეს პასუხი მაგაზეც, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები