ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერა ვთხოვე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა.
გახარიას განცხადებით, მან ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერა სთხოვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
დღეს შევხვდი საქართველოში ესტონეთის ელჩს და ვთხოვე ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა. ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ". - აცხადებს გიორგი გახარია.