"ოცნებამ" უნდა დაინახოს ის ზვავი, რომელიც მათ წინააღმდეგ მოდის - ქალი დეპუტატების ბრიფინგი

07.03.23 11:49
"ოცნებამ" უნდა დაინახოს ის ზვავი, რომელიც მათ წინააღმდეგ მოდის - ქალი დეპუტატების ბრიფინგი

"ოცნებამ" უნდა დაინხაოს ის ზვავი, რომელიც მათ წინააღმდეგ მოდის, - ამსი შესახებ ოპოზიცონერმა ქალმა დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმდჯომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიცია და ხალხი ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების და რუსული ინტერესების გატარების საშუალებას არ მისცემს და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. 

ჩვენ აქ ერთად დგომით,  კიდევ ერთხელ გვინდა, რომ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ პროცესში რუსული კანონის ჯიქურ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გატანის დროს ,,ქართული ოცნება" არის სრულად მარტო, მთელი ოპოზიცია ერთადაა, მთელი საზოგადოება ერთადაა, მთელი დასავლური სამყარო ამ ქვეყნის გვერდით დგას და არ იშურებს ენერგიას,  ყოველდღიურ რეჟიმში ამ ხელისუფლებას შეახსენოს ის რომ ,,რუსული კანონის" მიღება ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა და კარს უკეტავს გზას ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა შევახსენოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ პარლამენტში და პარლამენტს გარეთ მხარს უჭერს იმას, რომ ამ ქვეყანამ აირჩიოს რუსეთის გზას, გზა გადაუკეტოს ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, ყველა თავისუფალი სივრცე გააქროს, ყველა ამ ადამიანს უნდა შევახსენოთ და ვუთხრათ, რომ ის ამ ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ატარებს. არცერთი ჩვენგანი არ გავჩერდებით, არ მივცემთ ,, ქართულ ოცნებას" იმის უფლებას,  რომ დაღი დაასვას ამ ქვეყანში თავისუფალ და საღად მოაზროვნე ადამიანებს. ,,ქართულ ოცნებას"  არ უნდა დაინახოს ის ტალღა, ზვავი, რომელიც მათ წინააღმდეგ მოდის ქვეყნის შიგნით და გარეთ, - ხათუნა სამნიძე ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები