სანამ ეს რეჟიმი გვყავს, არ გვაქვს შანსი თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ - ბოკერია
ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, რომლეიც პარლამენტთან რუსულ კანონპროექტს აპროტესტებს, აცხადებს, რომ სანამ ეს რეჟიმი გვყავს, რომელსაც თავში ასეთი კანონის ინიციატივა მოუვა, არ გვაქვს შანსი თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ
ეს კანონი, რომც არ მიიღონ ან ტაქტიკურად ვაჭრობა დაიწყოს, არ უნდა მოვტყუვდეთ, რომ ამით ჩვენი პრობლემა იხსნება, რადგან სანამ გვყავს რეჟიმი, რომელსაც თავში ასეთი ინიციატივა მოუვა, მანამ ჩვენ არ გვაქვს შანსი, რომ გავიდეთ თავისულფების სამშვიდობოს. ამ პოსტერებზეც და ყველგან კარგად ჩანს ჩვენი გზავნილი, რომ ამ კაცით, ივანიშვილით და მისი გარემოცვით არ გვაქვს შანსი, გავხდეთ ნატოს წევრები, - ამბობს ბოკერია.