მათ ახლა შეუძლიათ ისტორიის დაწერა - კალატოზიშვილი პოლიციას და ქართულ ჯარს მიმართავს

07.03.23 12:12
მათ ახლა შეუძლიათ ისტორიის დაწერა - კალატოზიშვილი პოლიციას და ქართულ ჯარს მიმართავს

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მისული მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, პოლიციას, ქართულ ჯარს და ძალოვან სტრუქტურებს მიმართავს და მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. 

მსახიობი ამბობს, რომ სწორედ ახლაა დროს, რომ მათ ისტორია დაწერონ.

მე მინდა მივმართო პოლიციას, ქართულ ჯარსა და ძალოვან სტრუქტურებს, მინდა ვუთხრა, რომ გამოფხიზლდნენ და გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანას ემსახურებიან, მათ ახლა შეუძლიათ ისტორიის დაწერა და უნდა მიხვდნენ, რომ მათ ხელით ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიან", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ყველა სფეროსა და პროფესიის წამომადგენლები არიან შეკრებილები და ისინი რუსულ კანონს აპროტესტებენ.  

მსგავსი სიახლეები