ჩემს უკან დავით აღმაშენებელია გამოსახული, არავის მოგცემთ უფლებას, აქ რუსეთთან პარალელები გაავლოთ - პაპუაშვილი

07.03.23 11:55
ჩემს უკან დავით აღმაშენებელია გამოსახული, არავის მოგცემთ უფლებას, აქ რუსეთთან პარალელები გაავლოთ - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ტყუილი, თითქოს კანონპროექტი რუსულია, მალე გასკდება და საზოგადოების წინაშე ისინი სულ მალე დაკარგავენ ნდობას.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ბიუროს სხდომაზე, კაბინეტში, სადაც მის უკან დავით აღმაშენებელია გამოსახული, არავის მისცემს უფლებას, რუსეთთან პარალელები გაავლონ

„ჩვენ გვახსოვს 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ადამიანების ნაწილი როგორ შეიყვანეთ პროპაგანდით შეცდომაში, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს. სიმართლე ვერ დაიმალა. აქაც ეს პროპაგანდა, თითქოს, რუსული კანონია, თითქოს, ვენეციის კომისია არ იქნება, ამ ყველაფერს ხალხი ხომ ხედავს და დაინახავს, ამიტომ ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტები, გასკდება. საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა. ნაცვლად ამ პროპაგანდისა, იმუშავეთ შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება კვაზი პატრიოტულ განცხადებებს, ამის უფლებას არავის მივცემთ! ჩემ უკან, ამ შემთხვევაში, დავით აღმაშენებელი არის გამოსახული. არავის მოგცემთ იმის უფლებას, რომ აქ რაღაც რუსეთი და პარალელები გაავლოთ. პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როცა აქ ვართ ჩვენ!“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები