თუ დღეს რუსული კანონი არ გავაპროტესტეთ, ხვალ ყველა რუსეთში გავიღვიძებთ - ირაკლი ნადირაძე
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია ოპოზიციის და მოქალაქეების კონსოლიდაცია. ოპოზიციის წევრის თქმით, თუ დღეს საზოგადოება საშიშ კანონს არ გააპროტესტებს, ხვალ ყველა ერთად რუსეთში გაიღვიძებს.
დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია, ამიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა რეალური საფრთხე, რომ ევროკავშირის ნაცვლად კრემლის წარმომადგენელი ივანიშვილი "რუსულ ოცნებასთან" ერთად მიგვათრევენ პირდაპირ რუსეთისკენ. თუ არ გავაპროტესტეთ, ყველაფერიო არ გავაკეთეთ, რომ არ მივაღებინოთ ეს კანონი, ხვალ უკვე გავიღვიძებთ ყველა ერთად რუსეთში, - თქვა ნადირაძემ.