"საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოს, მსახიობის ყბაში ჩავარდნასო" - მსახიობები რუსული კანონის წინააღმდეგ
მსახიობი კახა გოგიძე, რომელიც პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ დადგა დრო, როდესაც მსახიობებმა ხმა აიმაღლეს და მისი თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ხელისუფლების საქმე კარგად არ წავა.
უკვე ძაან ბევრი მოუვიდათ. მსახიობები და ზოგადად, შემოქმედი ხალხი გაცილებით სხვა ფორმატში აზროვნებენ და გაცილებით უფრო სხვა ინტერესები აქვთ. შექსპირისა არ იყოს, საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოს, მსახიობის ყბაში ჩავარდნასო და მემგონი მოვიდა ის დრო, როდესაც მსახიობებმაც აიმაღლეს ხმა და ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ამათი საქმე კარგად ვერ წავა", - ამბობს კახა გოგიძე.