იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია, მას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველობის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა მისაღებია. პრემიერმა ბერლინიდან დაანონსა, რომ იოსელიანს უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა ექნება.
„ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს. ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.