კანონი სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს - ომბუდსმენის აპარატი OSCE/ODIHR-ს მიმართავს

07.03.23 13:52
კანონი სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს - ომბუდსმენის აპარატი OSCE/ODIHR-ს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) წერილობით მიმართა და საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა . ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატმა "ტვიტერზე" დაწერა. 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ეროვნული კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების გზით შეიმუშაოს და მიიღოს. კონსულტაციების საჭიროება კი განსაკუთრებით მაშინ დგება, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები