"ივანიშვილი აპლიუსებს ხუნდაძეს და ყაველაშვილს - "აჰა შენ პრემია"

07.03.23 14:04
"ივანიშვილი აპლიუსებს ხუნდაძეს და ყაველაშვილს - "აჰა შენ პრემია"

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება მუშაობს.

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილი ზის ჭორვილაში თუ თავის შუშის სასახლეში და აპლიუსებს მათ, ვისაც ოპოზიციონერი დეპუტატის გინებისთვის პრემია უნდა გადაუხადოს.

„თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ საქართველოში ერთი წესიერი ადამიანი, რომელიც ამ კანონს უჭერს მხარს? მთელი მსოფლიო, რომ თქვენს საწინააღმდეგოდ დაირაზმა და ყველამ ზურგი გაქციათ ეს ყველამ კარგად იცით, მაგრამ მომხრე ვინ გყავთ? ხართ სრულ იზოლაციაში. ძალიან კარგად გრძნობთ ამას, ამიტომ იმძლავრა ემოციებმა, არ მოგწონთ მოღალატე რომ გიწოდეს. ანდა, რა წესი იყო ერთ ადამიანს ჯოგურად, ტურებივით რომ მიესია 30 კაცი?! ბრბოს ინსტინქტია. ახლა შეიძლება გრცხვენიათ და გაყურსულები სხედხართ, მაგრამ რას დაესიეთ თავს ადამიანს, რომელმაც სწორი შეფასება მოგცათ? არ მოგწონთ მოღალატის სახელი? მონა მოგწონთ?

საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლები ხართ თქვენ. ახლა უყურებს ის კაცი, სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“. ყაველაშვილს ორჯერ მეტი, იმიტომ რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს. გამომუშავებაზე ხართ. აი, ეს არის სიმართლე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები