სამარცხვინო რეზოლუციაა, ევროპარლამენტმა გვითხრა, რომ სააკაშვილი მათი აგენტია - ღარიბაშვილი

07.03.23 14:10
სამარცხვინო რეზოლუციაა, ევროპარლამენტმა გვითხრა, რომ სააკაშვილი მათი აგენტია - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების წინააღმდეგ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის  რეზოლუციას "სამარცხვინო" უწოდა. 

მისი მტკიცებით, ევროპარლამენტმა აღნიშნული რეზოლუციით აღიარა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მათი აგენტია".

ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში "რევოლუციის მოსაწყობად, სისხლიანი დარბევებისთვის და ადამიანების დახოცვისთვის" ჩამოვიდა. 

მინდა გამოვეხმაურო ევროპარლამენტის მიერ მიღებულ სამარცხვინო რეზოლუციას, რითაც რეალურად ამ ადამიანებმა ქართველ ხალხს და ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ადამიანი, ბატონი სააკაშვილი, არის მათი აგენტი, მათი მსახური იყო, მათ უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, მათ არ აინტერესებთ, რომ ეს ბატონი სააკაშვილი ჩაგრავდა, აწამებდა, კლავდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, იყო სრულად დახშული მედია თავისუფლება, არცერთი მედია არ არსებობდა, ამ ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ამ კაცმა და მისმა ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაულები, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელიც ლამის მოკლეს, უშუალოდ დადასტურებულია, რომ სააკაშვილის მითითებით მოკვდა, არ აინტერესებთ რეალობა, რომ "ტვ იმედი", რომელიც დაარბიეს და ძალადობრივად წაიღეს, მიისაკუთრეს, არც ის აინტერესებთ, რომ  მაგალითად ბატონი სააკაშვილი ჩამობრძანდა, რა თქმა უნდა, უკანონო გზით შემოვიდა, დაარღვია მან კანონი და აპირებდა, უნდოდა რევოლუციის მოწყობა, სისხლიანი დარბევები და ადამიანების დახოცვა"- თქვა რარიბაშვილმა. 

პრემიერი ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ აინტერესებთ. 

აი ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, მათ გვითხრეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი არ გვაინტერესებს, არც თქვენი დამოუკიდებლობა, არც თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, ეს კაცი იყო ჩვენი მსახური, ჩვენი აგენტი, და უნდა გამოუშვან ციხიდან. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ეს დაიმახსოვროს ყველამ კარგად", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები