უკრაინის ომი არ სრულდება - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ომში მყოფმა ქვეყანის ტერიტორიების 20% უკვე ოკუპირებულია.
უკრაინის კონტექსტში ღარიბაშვილმა იერიში ოპოზიციაზეც მიიტანა და ისევ მეორე ფრონტზე ისაუბრა.
ძალიან რთული რეალობაა მთელ მსოფლიოში. უკრაინის ომი არ სრულდება, 20% უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და 100 ათასობით ადამიანი არის დაღუპული. ერთი ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ამ ფონზე ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ეჭვი არ გვეპარება, რომ ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. აი, ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. ქვეყანაშ იქნება მშვიდობა, სტაბლურობა და განვითარება, - თქვა პრემიერმა.