მზექალა შანიძე ამჩატდა - მიხეილ ყაველაშვილი

07.03.23 15:14
მზექალა შანიძე ამჩატდა - მიხეილ ყაველაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი ადამიანებს, რომლებსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ბოდიშს არ უხდის.

ივანიშვილის დაჯგუფების წევრი მისი მისამართით სიტყვა "მოღალატეს" თაკილობს და ამბობს, რომ  ფეხბურთელი, შოთა არველაძე და ენათმეცნიერი, მზექალა შანიძე "ამჩატდნენ".

საზოგაოდებას ვუხდი ბოდიშს, შეიზლება ჩემი უცენზურო სიტყვები გაიგონა, ამისთვის ნამდვილად ვიხდი ბოდიშს, მაგრამ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც მე გამოვიყენე ეს უცენზურო სიტყვები, ნამდვილად არ მოვუხდი ბოდიშს, საქართველოში და არა მარტო საქართველოში უნდა იცოდნენ ადამიანებმა მნიშველობა სიტყვა "მოღალატის", არის ქვეყნები, სადაც ამის გამო საკმაოდ დიდი სასჯელია. ხვრეტდნენ ხოლმე ადამიანებს ამის გამო და უნდა დაფიქრდნენ. მერე გამოასწორა და ვეღარ გაბედა ამ სიტყვის თქმა"- აცხადებს ყაველაშვილი. 

"ხალხის ძალის" წარმომადგენელი უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე "ამჩატდა": 

მედიის წარმომადგენელებმა დეპუტატს კითხვაზე, შოთა არველაძე, თბილისის დინამო, გაგრა, მზექალა შანიძე "ამჩატდნენ" თუ არა ყაველაშვილი პასუხობს:

არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა სამწუხაროდ...  ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა.როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ კანონის არის ვერ გაიგოს ან მზექალა შანიძემ ან ჩემთვის ძვირფასმა იმ ადამიანებმა, რომ კანონი წაიკითხონ და იმაში აზრი ვერ გამოიტანონ, რომ რა არის მასში რუსული?, - თქვა ყაველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები