სამარცხვინო ქალების ქცევა - ყაველაშვილი დეპუტატებს ველურებს უწოდებს
ივანიშვილის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც დღეს პარლამენტში გინების კორიანტელი დააყენა, ქალ დეპუტატებს ველურებს უწოდებს და ამბობს, რომ ქალი ასე არ უნდა იცეოდეს.
ის ასევე გამოყოფს ენმ-ს წევრს ანა წითლიძეს და ამბობს, რომ წითლიძე გაუგებარი წარმომავლობის არსებაა.
ნახეთ, სამარცხვინო ქალების ქცევა კომიტეტის სხდომაზე. მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა არის ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს, მითუმეტეს, ქალი. ვის უნდა ასწავლოს ჭკუა და ვის ზრდილობაზე უნდა ისაუბროს ანა ნაცვლიშვილმა, ან ხათუნა სამნიძემ, ან კორძაიამ ან წითლიძემ, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი წარმომავლობისაა", - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.