კუპონის კურსი უფრო მყარი იყო, ვიდრე დღეს არის ე.წ. მთავარი ოპოზიცია - თალაკვაძე

07.03.23 15:37
კუპონის კურსი უფრო მყარი იყო, ვიდრე დღეს არის ე.წ. მთავარი ოპოზიცია - თალაკვაძე

ოპოზიციამ ნფლაცია განიცადა, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მმართველი გუნდი ოპოზიციის დიდი  ნაწილის რეიტინგს კუპონის კურსს ადარებს და ისევ "ქართული ოცნების" წარმატეტებზე საუბრობს. 

საპარლამენტო ოპოზიციის მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ კუპონიც კი თავის დროზე უფრო მყარი იყო, ვიდრე დღეს არის ე.წ. მთავარი ოპოზიცია და რადიკალური ბანაკი არის პარლამენტში. საზოგადოებას თქვენ უმტკიცებდით, რომ თითქოს ხელისუფლება არის პრორუსული ძალა, სინამდვილეში, ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნდა რეალური ევროპული პერსპექტივა, - თქვა თალაკვაძემ. 

მსგავსი სიახლეები