"ოცნებამ გეგმები შეცვალა" - პარლამენტი დღეს რუსული კანონის განხილვას იწყებს
"ოცნებამ გეგმები შეცვალა" - პარლამენტი დღეს რუსული კანონის განხილვას იწყებს. ინიციატივა სხდომაზე "ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წამოაყენა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ამტკიცებდა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპრეოქტებს 2 დღეში განიხილავდნენ.
მდინარაძემ რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ კანონის განხილვა დღეს დაიწყონ და ხუთშაბათს გააგრძელონ.
ინიციატივას დასტურით შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც და თქვა, რომ წესით, არანაირი პროვბლემა არ უნდა იყოს.
გთავაზობთ, დღეს დავიწყოთ აგენტების ამერიკული კანონის განხილვა და გავაგრძელოთ ხუთშაბათს. ამას გთავაზობთ იმიტომ, რომ მოეწსროს და რეგლამენტის ცუდად გამოყენებით არ მოხდეს პროცესის ჩაშლა. თავდაცვის კომიტეტი რახან არ გამოდის, კოლეგებთან დიდი ბოდიშს ვიხდი უხერხული მდგომარეობის შექმნისათვის, მაგრამ მგონია, რომ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი.
ნაცმოძრაობას ბოიკოტზე როგორც ვიცით, ისედაც დაწერილი აქვს მთელი კვირით, ამიტომ იმას ვერ იტყვიან, ხუთშაბათს მოვდიოდით და სამშაბათს არ ვართო. ყველა აქ ვართ და თუ განხილვა გვინდა, ბარემ დავიწყოთ. ამიტომ ეს არგუმენტი ვერ იქნება, რომ შეგნებულად სამშაბათს განიხილეთო", - ამბობს მდინარაძე.