"ოცნება" ქურდულად ცდილობს კანონის მიღებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურადაც - მანჯგალაძე

07.03.23 16:25
"ოცნება" ქურდულად ცდილობს კანონის მიღებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურადაც - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძლებენ, მათ შორის ფიზიკურადაც

ამის შესახებ მანჯგალაძე ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ ქურდულად ხალხის ზურგს უკან ცდილობს კანონის მიღებას.

"მათ ეშინიათ. ქურდულად, ხალხის ზურგს უკან აპირებენ მიიღონ კანონი, ამიტომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს პარლამენტთან. კარგად იციან, რომ ღალატს ჩადიან, ამიტომ უნდათ ხალხის გარეშე ქურდულად მიიღონ ეს კანონი. ამიტომ ყველანი პარლამენტთან, ვერ უნდა გაბედოს "ქართულმა ოცნებამ" თქვენს ზურგს უკან გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურადაც,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები