"ხუთშაბათს განვიხილავთ რუსულ კანონპროექტსო და ახლა დაიწყეს" - ლომჯარია "ოცნებას" ტყუილში ადანაშაულებს
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი "ოცნებას" ტყუილში ადანაშაულებს.
ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველ გუნდს რუსული კანონის განხილვა ხუთშაბათს უნდა დაეწყო, თუმცა დღეს იწყებს.
ლომჯარია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ.
საქართველოს მოქალაქეებო! გუშინ "ქართულმა ოცნებამ" ქართულ საზოგადოებას მოატყუა კანონპროექტს ხუთშაბათს განვიხილავთო, სინამდვილეში ახლა დაიწყეს განხილვა მოიტყუეს, რომ ხალხის ყურადღება გადაეტანათ ხუთშაბათზე, სინამდვილეში მანამდე აპირებენ მხარდაჭერას!
დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს!
არა რუსულკანონს არა საქართველოს მომავალს რუსეთთან" - წერს ნინო ლომჯარია.