საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს რუსული კანონპროექტები - HWR
საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს რუსული კანონპროექტები - ამის შესახებ განცხადებას Human Rights Watch ავრცელებს.
ორგანიზაცია ინიცირებულ ორივე კანონპროექტს აკრიტიკებს და წერს რომ, კანონპროექტები დამოუკიდებელი, უცხოური დაფინანსების ჯგუფებისა და მედიის მარგინალიზებას და დისკრედიტაციას მოახდენს.
"საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს ის ორი კანონპროექტი, რომელსაც ახლა განიხილავენ, რომლებზეც ავალდებულებს ინდივიდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში, როგორც "უცხოური გავლენის აგენტები", თუ ისინი თავიანთი შემოსავლების მინიმუმ 20%-ს უცხოეთიდან იღებენ. უცხოური აგენტების კანონი მარგინალიზებას და დისკრედიტაციას მოახდენს დამოუკიდებელი, უცხოური დაფინანსების ჯგუფებისა და მედიის, რომელიც საქართველოს ფართო საზოგადოების ინტერესებს ემსახურება", - წერს ორგანიზაცია.