ვგმობ იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება - ნიკოლოზ რაჭველი

07.03.23 16:57
ვგმობ იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება - ნიკოლოზ რაჭველი

ვგმობ იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

რაჭველი წერს, რომ მთელი არსებით და შეგნებით ეწინააღმდეგება რუსულ კანონს.

დირიჟორი ასევე წერს, რომ გასტროლზე იმყოფება საზღვარგარეთ და ძლაინ წუხს, რომ დღეს პარლამენთან საპროტესტო აქციას ვერ დაესწრება.

"ახლა გავიგე კანონპროექტის განხილვას ხუთშაბათის ნაცვლად დღესვე შეუდგნენ, სამწუხაროდ გასტროლზე ყოფნის გამო ვერ ვიქნები პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, მაგრამ მთელი არსით, შეგნებით, ჩემი სამშობლოს ენით აუწერელი სიყვარულით და ერთგული მსახურებით, მომავალ თაობებზე ფიქრითა და წარსულის გააზრებით ვგმობ იმას რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ “აგენტების კანონს” (ორივეს, სამივეს და ნებავთ ხუთი ვერსია რომ შემოგვთავაზონ ხუთივეს!), რადგან უპირველეს ყოვლისა ის ბარიერია დემოკრატიული პროცესების გაძლიერების გზაზე ჩვენს სახელმწიფოში, ჩატეხილი ხიდია ჩვენსა და ჩვენდამი გულშემატკივარ დასავლელ პარტნიორებს, დონორებს, მხარდამჭერებს შორის და რაც მთავარია იწვევს იმ ქვეყნებისა და დიპლომატების უაღრესად ნეგატიურ რეაქციას, რომელთა კეთილგანწყობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური კურსის - ევროპულ ოჯახში ინტეგრირების აღსასრულებლად!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

მსგავსი სიახლეები