ჩემს კომენტარს არ იმსახურებს - ნინო ლომჯარია ლევან იოსელიანზე
ჩემს კომენტარს არ იმსახურებს - ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალ სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის არჩევას.
ლომჯარია "პირველებთან" ამბობს, რომ როდესაც ქვეყანაში ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, სახალხო დამცველის დღეს არჩევა არადროული იყო.
იმდენად ყოფნა არყოფნის საკითხი წყდება დღეს, ამაზე საუბარიც არ მინდა. ვფიქრობ, ჩემი პასუხიც მიანიშნებს ყველაფერს. როცა მთელ სამოქალაქო საზოგადოებას და ევროპულ იდენტობას ექმნება საფრთხე, ეს პროცესი სრულიად უადგილო და არადროული იყო, ამიტომაც ჩემს კომენტირებას არ იმსახურებს. საუბარიც არ მინდა ამაზე", - ამბობს ლომჯარია