ხელისუფლება არის მშიშარა და ისინი აგებენ დღეს ომს - ლომჯარია

07.03.23 17:24
ხელისუფლება არის მშიშარა და ისინი აგებენ დღეს ომს - ლომჯარია

რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან ნინო ლომჯარია მივიდა. ყოფილი სახალხო დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებას" საკუთარი ხალხის ეშინაი და სწორედ ამიტომ მოიტყუა, რომ კანონის განხილვას ხუთშაბათს იწყებდნენ, სინამდვილეში კი დღეს დაიწყეს.

ლომჯარია პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება მშიშარაა და ისინი დღეს აგებენ ომს.

"ყველაზე დიდი ძალა ნებისმიერ ქვეყანაში აქვს  ხალხს. ხალმა გამოაცხადა, რომ ჩვენი კურსი არის ევროატლანტიკური. აღფრთოვანებული ვარ ხალხის გამბედაობით. ეს კანონპროექტი ჩვენს რუსეთიზაციას ემსახურება. ჩვენი უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი.

ხელისუფლებას ეშინია საკუთარი ხალხის, ამიტომ გადავიდნენ ღია ტყუილებზე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს იყო უღირსი მეთოდებით ხალხის ყურადღების გადატანა, რადგან ისინი არიან მშიშრები და ისინი აგებენ დღეს ომს. ვერავინ მოახერხა ქვეყნის რუსეთიზაცია და ვერც ესენი მოახერხებენ", - ამბობს ლომჯარია.

მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" ხუთშაბათს განსახილველი კანონის დღეს განხილვა გადაწყვიტა, პარლამენტთან ხალხის ნაკადი არ წყდება.

მსგავსი სიახლეები