ყველანი პარლამენტთან, ვიბრძოლოთ, რომ ხვალ რუსეთში არ გავიღვიძოთ - სოფო ჯაფარიძე მედპერსონალს მიმართავს

07.03.23 17:34
ყველანი პარლამენტთან, ვიბრძოლოთ, რომ ხვალ რუსეთში არ გავიღვიძოთ - სოფო ჯაფარიძე მედპერსონალს მიმართავს

ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე სამედიცინო სფეროს წამომადგენლებს დღეს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნება" ავადსახსენებლი რუსეთის ბრძანებას ასრულებს და კრემლგამოვლილი, შავ კანონის მიღებას ცდილობს.

 ჯაფარიძე ამბობს, რომ ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და შესაძლოა, ხვალ დილით რუსეთში გავიღვიძოთ.

"მოგმართავთ, სამედიცინო სფეროს წამომადგენლებს, ვინც ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე დგახართ და ყველაზე მეტად იცით სიცოცხლის ფასი.

ავადსახსენებლი რუსეთის ბრძანებას ასრულებენ და ჩვენი ხელისუფლება იღებს კრემლგამოვლილ, შავ კანონს, რომლის მიღების შემთხვევაში სამუდამოდ დაესმება წერტილი ჩვენს ევროპულ მომავალს. 

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ხვალ ჩვენი შვილები გაიღვიძებენ რუსეთში.

ერთ მხარეს არის საქართველოს მოქალაქეეები და მეორე მხარეს არის მარტო დარჩენილი "ოცნება"

მოგიწოდებთ, გამოდით დღეს რუსთაველზე და ერთად ვიბრძლოთ ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად და ვიბრძოლოთ იმისთის, რომ ხვალ  რუსეთში არ გავიღვიძოთ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები