გამოვიდეს დამალული ივანიშვილი, აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს ეროვნული ინტერესებით - გახარია
დროა, ბიძინა ივანიშვილმა პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტვიტერზე წერს.
მისი თქმით, ივანიშვილმა უნდა აუხსნას საზოგადოებას რატომ ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს:
დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. #საქართველოევროპაა"- წერს გახარია.