ჩააბარეთ მანდატურს - პაპუაშვილმა წითლიძეს იოგურტის ბოთლის დადება სთხოვა

07.03.23 18:09
ჩააბარეთ მანდატურს - პაპუაშვილმა წითლიძეს იოგურტის ბოთლის დადება სთხოვა


"თქვენ გაქვთ რაღაც ბოთლი და არის ეჭვი, რომ რაღაცას აპირებთ, ეგ ბოთლი ჩააბარეთ მანდატურს"- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ენმ-ს დეპუტატ, ანა წითლიძეს. 

გასვლისას დაგიბრუნებენ, არ არის პრობლემა. არ არის საჭირო ქალბატონო ანა, სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება ამ დარბაზში. ნდობა იმის, რომ რაიმე ექსტრავაგანტულს არ ჩაიდენთ, არ არის"- მიმართა დეპუტატს პაპუაშვილმა. 

თავის მხრივ წითლიძემ facebook-ზე დაწერა: "ხელში იოგურტი მიჭირავს და მთელი ქართული ოცნება მე მიყურებს. რა ჰგონიათ, რა მაქვს ამ იოგურტის ბოთლში, არ ვიცი".

 

მსგავსი სიახლეები