უარყავით ეს დრაკონული კანონპროექტი - RSF პარლამენტს

07.03.23 18:32
უარყავით ეს დრაკონული კანონპროექტი - RSF პარლამენტს

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ პარლამენტს მოუწოდებს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე უარი თქვას. 

საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი “შემაშფოთებელია” და აღნიშნულ კანონს შეუძლია დიდი ხნით შეცვალოს ქართული დემოკრატიის სახე - აცხადებენ RSF-ში. 

„წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოურ აგენტებზე“ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას საქართველოში, კანონპროექტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებისგან შორს დგას, სამიზნედ იღებს მხოლოდ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც მათი სტიგმატიზაციისა და დაშინების მცდელობაა. რუსულმა პრეცედენტმა აჩვენა ამ კანონმდებლობის დრამატული შედეგი. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს რომ უკუაგდოს ეს დრაკონული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეუძლებელს გახდის,“ – აცხადებს „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჟანა კაველიე.

მსგავსი სიახლეები