ანი წითლიძე მამუკა მდინარაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
"ნაციონალური მოძრაობს" წევრი, ანი წითლიძე აცხადებს, რომ მას მამუკა მდინარაძე ფიზიკურად გაუსწორდა.
დეპუტატის თქმით, ინცინდენტი დეპუტატთა მოსასვენებელ ოთახში მოხდა.
მამუკა მდინარაძე პარლამენტის დარბაზში არ გამოჩენილა, სადაც წითლიძემ ეს განცხადება გააკეთა.
განახლება: ანი წითლიძემ ინცინდენტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მოსაწევ ოთახში სადაც კამერები არ არის - მე და გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და ქოცები ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ.
პასუხიც მიიღეს. ასევე მუშტი კრივი.
მოღალატეს რომ ვეძახით უტყდებათ მონებს!".
"პირველების" კორესპოდენტი დეტალებს არკვევს.