თუ პროცესი ვერ შემოტრიალდა საზოგადოების სასიკეთოდ, მხოლოდ "ოცნება" არ ღალატობს, მეც ვღალატობ, რაღაცას ვაკლებ - მელია

07.03.23 18:20
თუ პროცესი ვერ შემოტრიალდა საზოგადოების სასიკეთოდ, მხოლოდ "ოცნება" არ ღალატობს, მეც ვღალატობ, რაღაცას ვაკლებ - მელია

"ეს პროცესი თუ ვერ შემოტრიალდა ქართული საზოგადოების სასიკეთოდ, მხოლოდ "ქართული ოცნება" არ ღალატობს,  მეც ვღალატობ, რაღაცას ვაკლებ" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ "ტვ პირველს" განუცხადა. 

მელია დარწმუნებულია, რომ "ამ შემთხვევაში გამარჯვება იქნება სიმართლის მხარეს". 

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მომდევნო დღეები საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება. 

მელიამ აღნიშნა, რომ  დღეს გადაწყვეტილებას საზოგადოება იღებს, რომელიც ისტორიულ არჩევანს იცავს. 

"ქართული ოცნებს" წევრები ღალატს განსაკუთრებული ცინიზმით ჩადიან... ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს. მიიღებენ-არ მიიღებენ (რუსულ კანონს) ეს პროცესი შეუჩერებელი იქნება, სანამ არ მივაღწევთ შედეგს.

ერთის მხრივ სამართლიანად არის პრეტენზია, "ქართული ოცნების" მიმართ, რომ ის ღალათობს, თუმცა მმართველი გუნდი უყურებს ამ ყველაფერს ისე რომ - თუ გამდის, რატომაც არა?! აქიდან გამომდინარე, ჩვენს ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, თუ ვერ შევაკავეთ ეს მოღალატეობრივი პროცესი. მე და დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი უკან არ დაიხევს, რომ დამეკარგოს შესაძლებლობა თამამად, მხრებში გამართულმა ემს შვილს თვალებში ჩავხედო. ამიტომ ბრძოლა იწყება და ორი შედეგით უნდა დასრულდეს - ან გამარჯვება ან დამარცხება, მაგრამ ეს დამარცხება არ იქნება სიტუაციური, ეს დამარცხება იქნება მრავალწლიანი სადაც განსხვავებული აზრი არ იარსებებს"- თქვა პოლიტიკოსმა. 

 

მსგავსი სიახლეები