ვინც ჯერ სახლში ხართ, გამოდით გარეთ - ლევან ხაბეიშვილის მიმართვა
"პუტინისტების წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლა უნდა გაგრძელდეს" - საგანგებო განცხადება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
ხაბეიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" კრემლის ინტერესებს საკანონმდებლო დონეზე ოფიციალურად ატარებს.
ის, რომ ამ კანონის გარეშეც არიან რუსები, ეს ყველამ კარგად ვიცით, ის რომ, არც ერთი რუსი აგენტი ე.წ. ქართული ოცნების პირობებში არ დაუკავებიათ, ეგეც კარგად ვიცით. დღეს უკვე ხელს აწერენ, რომ თავად არიან ჯაშუშები, თავად არიან პუტინისტები. მინდა საზოგადოებას, ქართველ ხალხს მივმართო - ჩემო მეგობრებო, ყოველგვარი პარტიული მიკერძოებები და გემოვნება გადადეთ გვერდით, იმიტომ რომ ვკარგავთ ქვეყანას, სამშობლოს და ახლა თითოეული ქართველის ხელშია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სამშობლოს მომავალი, ჩვენი შვილების ბედი, ამიტომ მოგიწოდებთ, ამ წუთას, ჯერ კიდევ ვინც სახლში ხართ, გამობრძანდით გარეთ, უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და რუსული ოცნების წინააღმდეგ. არც ერთი დღე, არც ერთი საათი, წუთი არ გვაქვს დასაკარგი. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას პუტინისტების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. მოგიწოდებთ ყველას, არც ერთი არ დარჩეთ სახლში, არ დარჩეთ ტელევიზორებთან, ვისაც შეგიძლიათ, დღესვე გამოდით და ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ", - თქვა ხაბეიშვილმა.