სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიცია დაუყოვნებლივ აღკვეთს - შსს აქციის მონაწილეებს

07.03.23 19:23
სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიცია დაუყოვნებლივ აღკვეთს - შსს აქციის მონაწილეებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - გომელაურიწ უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, "არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს". 

"ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - აცხადებს შსს.

მსგავსი სიახლეები