მდინარაძემ ჩემზე თავდასხმა სცადა, მიიღო საკადრისი პასუხი - გიორგი ვაშაძე

07.03.23 19:45
მდინარაძემ ჩემზე თავდასხმა სცადა, მიიღო საკადრისი პასუხი - გიორგი ვაშაძე

ფიზიკური ანგარიშსწორება პარლამენტში - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძემ მასზე თავდასხმა სცადა. ვაშაძის თქმით, "ოცნების" ლიდერმა "საკადრისი პასუხი მიიღო". 

ვაშაძე მმართველი პარტიის წევრებს "სახედაკარგულ დაჯგუფებას" უწოდებს, რომელსაც "ხალხთან საერთო არ აქვს". 

მდინარაძემ სცადა ჩემზე თავდასხმა, არ გამოუვიდა, მიიღო საკადრისი პასუხი და ყოველთვის მიიღებენ იმ პასუხებს, რომელიც არის ადეკვატური ამ სიტუაციაში. ეს არის სახე დაკარგული დაჯგუფება, რომელსაც არაფერი საერთო ხალხთან არ აქვს. საზოგადოების ინტერესებთან არ აქვს და აუცილებლად. 

მარტო ვიყავი, ანა წითლიძე იყო და ყველა ერთად შეეცადა ჩემზე თავდასხმას, მიიღეს საკადრისი პასუხი. სხვა უმრავლეოსობის წევრებიც იყვნენ. გადმოვიდა შეურაცხყოფაზე, მიიღო შეურაცხყოფა და შემდეგ მიიღო ის რაც უნდა მიეღო"- თქვა ვაშაძემ.  

მსგავსი სიახლეები