რუსთაველზე ისტორიის ახალი ფურცელი იწერება - ხალხი ქუჩაშია, "ოცნება" რუსული კანონზე მსჯელობს

07.03.23 19:57
რუსთაველზე ისტორიის ახალი ფურცელი იწერება - ხალხი ქუჩაშია, "ოცნება" რუსული კანონზე მსჯელობს

თბილისის ცენტრალურ გამზირზე საქართველოს  ისტორიის კიდევ ერთი, ახალი ფურცელი იწერება. რუსთაველზე შეკრებილები ქართული ოცნების  რუსული კანონს ეწინააღმდეგებიან. 

ხალხი ქუჩაშია, "ოცნება" კი პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსული კანონის შესახებ მსჯელობს. 

რუსთაველის გამზირი გადავსებულია.  ქუჩაში დგას ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ადგილი  ევროპაშია. ყველაზე ბევრი  აქციაზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია.  

 ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ახლა ისტორიის სწორ მხარეს  დგომის დროა, პარლამენტთან მივიდა. საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით ხელში ადამიანები ითხოვენ  მხოლოდ ერთს - "წინ ევროპისკენ", "არ გვინდა რუსეთი".

მსგავსი სიახლეები