ბიძინა ივანიშვილზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს - პაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძის ემოციური მიმართვა - საოპერო სამყაროს გამორჩეული ვარსსკვლავი, რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდდა.
მისი თქმით, "დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ".
"ბიძინა ივანიშვილზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს" - თქვა სიტყვით გამოსვლისას ბურჭულაძემ.
დღეს წყდება საქართველოს ბედი. ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო საქართველოს სხვა მტერმა, დღეს მაგაზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს. მან გახლიჩა ქართველი ერი, ერთმანეთს გადაგვამტერა. დღეს ჩვენ სამშობლო გვაქვს გადასარჩენი. მე არ მეგონა, თუ ამდენი მოღალატე შეიძლებოდა ერთად ყოფილიყო და ესენი სხედან პარლამენტში და მეტიც, აღიარებენ, რომ მოღალატეები არიან", - განაცხადა ბურჭულაძემ.