საარჩევნო რეფორმა - შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია ხელისუფლებას ხვდება

10.05.21 14:05
საარჩევნო რეფორმა - შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია ხელისუფლებას ხვდება

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია მმართველ პარტიასთან პირველ ერთობლივ კონსულტაციას მართავს. არსებული ინფრომაციით, შეხვედრას ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებიან. მხარეები ერთმანეთს კაჭრეთის რეზიდენციაში 2 საათზე შეხვდნენ. განხილვის თემა საარჩევნო რეფორმაა.

ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემაზე მომზადებულ ახალ პაკეტს წარუდგენს. პარტიების ერთობლივად მომზადებული სისტემა ინოვაციური ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, რომელიც ახალ კანონმდებლობას და ცესკოს ხელახალ დაკომპლექტებას ითვალისწინებს. 

ოპოზიციის მტკიცებით, ახალი ვერსია არჩევნების გაყალბებას და ე.წ. კარუსელს სრულად გამორიცხავს. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება მათ მსოაზრებებს გაითვალისწინებს. 

ძირითადი ამოსავალი წერტილი არის შარლ მიშელის დოკუემნტი, სადაც უკვე ვალდებულება ავიღეთ ორივე მხარემ, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შეთანხმებულ ვერსიას და პუნქტებს შევიტანთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში. ოპტიმიზმი უსაფუძვლო არ მაქვს და ვფიქრობ, რომ ყველა პუნქტზე მოგვიწევს სერიოზული ბრძოლა. ეს ეხება დაკომპლექტებას საარჩევნო კომისიის, ეს ეხება საარცევნო კამპანიას, ეს ეხება ელექტრონული არცევნების შესაძლებლობებს, ყველა ის საკიტხი, რომელიც საზოგადოებას ჩვენთან ერთად მიაჩნია პრობლემური, - ამბობს „რესპუბლიკელების“ წევრი, ხათუნა სამნიძე. 

„ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ  საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთი-ოდირის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. 
 

მსგავსი სიახლეები