დარბევა არ იქნება, პოლიცია გამოიყენებს პროპორციულ ძალას - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დარბევა არ მოხდება.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პოლიცია მომიტინგეთა წინააღმდეგ პროპორციულ ძალას გამოიყენებს.
სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ პროპორციულობის პრინციპის დაცვით და დარბევა არ იქნება. სადაც იქნება პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება, ბუნებრივია იქნება გამოყენებული.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ, პროპორციულობის დაცვით"- აცხადებს კობახიძე.