აქციაზე მისულ ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს
ახალ სახალხო დამცველს რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს.
"მონა!"- სკანდირებენ პროტესტის მონაწილეები.
ადგილზე შეკრებილების ნაწილის თქმით, იოსელიანი "ქართული ოცნების" პროექტია.
ამასთან, "პირველების" კორესპოდენტის არაერთი მცდელობის მიუხედავად 6 წლით არჩეულმა სახალხო დამცველმა არ უპასუხა კითხვას, იყენებს თუ არა შსს პროპორციულ ძალას მომიტინგეების წინააღმდეგ.
"აქ იმიტომ ვარ რომ პროტესტი შევაფასო" - უთხრა მან "პირველების" კორესპოდენტს.
მანამდე ჟურნალისტებისთვის მიხცემულ კომენტარშიც ომბუდსმენმა ვერ თქვა, გამოიყენა თუ არა გომელაურის უწყებამ პოროპორციული ძალა:
"ვცდილობთ ადგილზე გავერკვეთ სიტუაციაში და შესაბამისად, ამის შემდეგ სწორი წარმოდგენა შევიქმნათ. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და მოვუწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა იმისთვის, რომ არ მოხდეს ადამიანების ჯანმრთელობის დაშავება. ამისთვის ვართ აქ სწორედ, რომ ამ ძალის პროპორციულობა შევაფასოთ."- აცხადებს იოსელიანი.