შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის - კობახიძე აშშ-ს საელჩოს პასუხობს
"ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
საუბარია ოფიციალურ განცხადებაზე, რომელიც რუსული კანონი მიღებასთან დაკავშირებით გავრცელდა და სადაც პირდაპირ წერია, რომ "დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა".
დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის. ეს არის ცალსახა და იკვეთება ყველაფრიდან. მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის"- ამბობს კობახიძე.